ხელნაწერი

ხელნაწერი

Tuesday, September 8, 2015

წმიდა იოანე ოქროპირი



„უგულისყუროდ ნუ მოეკიდები საქმეს, რომლისგანაც შედეგს მოელი, რადგანაც სადაც ღვაწლია, დიდებაც იქ არის და სადაც შრომაა, გვირგვინიც იქ არის.“ -  წმიდა იოანე ოქროპირი.   











სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„როცა ადამიანი უფალს რაიმეს სთხოვს, მაგრამ ამდროს მისი გონება ეჭვითაა შეპყრობილი, რომ შეიძლება სათხოვარი არ აუსრულდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რწმენას სიმტკიცე აკლია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თუკი სათხოვარი უფლისათვის მისაღები და სათნოა და მას სრული რწმენით ითხოვს, აუცილებლად აუსრულდება...“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 








მიხეილ ჯავახიშვილი
1.      
მ     მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერი ქალიშვილის ალბომში:
„შენ ხარ მარადიული, განუყრელი, ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.“
„შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი - შენი პირადი მეგობარი.“
„ყველაფერი რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.“
„მიეცი მას გულწრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.“ 






მეფე ვახტანგ VI

„სჯობს ყოველს სიმდიდრეს, ქონებას, სწავლითა გამდიდრებანი“ - მეფე ვახტანგ VI.









წმიდა მაქსიმე აღმსარებელი



1.      „ჭეშმარიტი მეგობარია ის, ვინც მოყვასს განსაცდელის ჟამს არ მიატოვებს, მასზე დატეხილ განსაცდელს, გასაჭირს, უბედურებას და მწუხარებას ყოველგვარი განგაშის გარეშე იტანს, როგორც საკუთარს.“ - ღირსი მაქსიმე აღმსარებელი.





      


          
წმიდა ეფრემ ასური

     „თუკი ოდესმე სიხარული გვეწვევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მწუხარებაც შორს არ არის ჩვენგან. ხოლო თუკი მწუხარება დაგვატყდება თავს, მის შემდგომ სიხარულის მოახლოებასაც ველოდოთ. მაგალითისთვის ის მოგზაურნი ავიღოთ, რომელთაც ზღვაზე დიდი ქარიშხალი შეხვდებათ ხოლმე, გადარჩენის იმედს კი არ კარგავენ, არამედ ყველა ღონით ეწინააღმდეგებიან ბობოქარ ტალღებს და ამ იმედით მოელიან ზღვის დამშვიდებას და წყნარ ამინდს, ხოლო როცა ზღვა დაწყნარდება და სიმშვიდე დაისადგურებს, ქარიშხლის მოლოდინშიც არიან, რათა მზად დახვდნენ მას. ამიტომ ყოველთვის ფხიზლად, ყურადღებით მყოფობენ, რათა უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა მოუმზადებელი და უღონო მოგზაურნი ზღვაში არ ჩაძიროს.“ - წმიდა ეფრემ ასური.